ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2018 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა
ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2018 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა, გასული წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 104 იყო.

ამავე პერიოდში გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. 2018 წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით 1428 ავტოავარია დაფიქსირდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1392 იყო.

1787-დან 1 986-მდე გაიზარდა ამავე მიზეზით დაშავებულთა რაოდენობა.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში, რომელთა თანახმად ამოქმედდა ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. კანონის გამკაცრების მიზეზად გზებზე ავარიებისა და ამის შედეგად დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი დასახელდა.