ავთანდილ თალაკვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

13:17, 28.11.2020

ავთანდილ თალაკვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, თალაკვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მას წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, სად გააგრძელებს სამომავლოდ თალაკვაძე მუშაობას.

მსგავსი