ავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავებულის ოჯახს მისი ადგილსამყოფელი დაუმალეს
ავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავებულის ოჯახს მისი ადგილსამყოფელი დაუმალეს

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახს პაციენტის ადგილსამყოფელი დაუმალეს.

საუბარია დაშავებულ პირზე, რომელიც ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პაციენტი ალადაშვილის კლინიკიდან „რეგიონულ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს და მეორე დღესვე მოხდა მისი იდენტიფიცირება. თალაკვაძის თქმით, ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაშავებულის ოჯახს თავად შეატყობინეს პაციენტის ადგილსამყოფელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა აქციაზე დაშავებულები დღეს „რეგიონულ ჰოსპიტალში“ მოინახულა. მისი ინფორმაციით, კილინიკებში აქციაზე დაშავებული ექვსი პირი რჩება.