ავთანდილ თალაკვაძე - მკურნალობას აქციაზე დაშავებული 19 პაციენტი განაგრძობს, რამდენიმე მათგანი დღის ბოლოს დატოვებს კლინიკას
ავთანდილ თალაკვაძე - მკურნალობას აქციაზე დაშავებული 19 პაციენტი განაგრძობს, რამდენიმე მათგანი დღის ბოლოს დატოვებს კლინიკას

19 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და რამდენიმე მათგანი დღის ბოლოს დატოვებს კლინიკას, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალს ეწვია და 20 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულები მოინახულა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ჰოსპიტალში მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„19 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და რამდენიმე მათგანი დღის ბოლოს დატოვებს კლინიკას. რეგიონულ ჰოსპიტალში ორი პაციენტია მართვით სუნთქვაზე. მათი დინამიკა სტაბილურია. ექიმები მზადყოფნაში არიან და ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს უწევს მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.