ავთანდილ ხურციძის საქმეზე აშშ-ში 27 მარტს სასამართლო პროცესი იგეგმება
ავთანდილ ხურციძის საქმეზე აშშ-ში 27 მარტს სასამართლო პროცესი იგეგმება

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის საქმეზე, 27 მარტს სასამართლო პროცესი არის დაგეგმილი, სადაც უნდა გადაწყდეს, გაათავისუფლებენ თუ არა მას გირაოთი – ამის შესახებ ხურციძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდძეა აღნიშნული.

„ავთანდილ ხურციძეს სურს, რომ ნიუ იორკში მცხოვრები მისი გულშემატკივრები და მეგობრები დაესწრონ ამ პროცესს. გთხოვთ, ვისაც გაქვთ დრო და შეგიძლიათ მოსვლა, დაესწროთ, რადგან ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ავთოს სურს რომ აქ New York-ში მყოფი ჟურნალისტებიც დაესწრონ და გააშუქონ რეალობა“, – აღნიშნულია „ფეისბუქში“ სპორტსმენის გვერდზე.

ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე სასამართლო განხილვის დაწყებას ბრუკლინში მდებარე ციხეში ელოდება.

37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად გასული წლის ივნისში დააკავეს.

ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და თაღლითობის ბრალდებები. წინასწარი მოსმენის დროს, სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს რაჟდენ შულაიას დავალებით ფიზიკურად უსწორდება. ქართველ სპორტსმენს, მეტსახელად „ჩაქუჩას“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვა დაკავების გამო ვეღარ შეძლო, მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ჩემპიონის სტატუსიც ჩამოართვა.

მეგობრებო 27 მარტს დღის 1 საათზე Avtandil Khurtsidze აქვს სასამართლო პროცესი სადაც უნდა გადაწყდეს გირაოთი…

Posted by Avtandil Khurtsidze on 2018 წლის 23 მარტი, პარასკევი