ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მსოფლიო პირველობის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მსოფლიო პირველობის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი – ავთანდილ კენჭაძე (79კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) ფინალში იჭიდავებენ.

კენჭაძემ ნახევარფინალში რეიტინგის პირველი ნომერი ირანელი მოჰამად ნოკჰოდილარიმი 14:5 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დაუპირისპირდება. მაისურაძემ ფინალში გასასვლელად იტალიელ მოჭიდავეს, ბენჟამინ ჰონისს 9:2 სძლია და ჩემპიონობისთვის ლეგენდარულ ფალავანს, აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი აკაკი ქემერტელიძე (70კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს. მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე დაეუფლნენ.