ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებამ დაადგინა თეთრპერანგიანი პირის ვინაობა, რომელიც კადრებში ფიგურირებს
ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებამ დაადგინა თეთრპერანგიანი პირის ვინაობა, რომელიც კადრებში ფიგურირებს

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ გამოძიებამ თეთრპერანგიანი პირის ვინაობა დაადგინა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს.

როგორც შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, წარადგინა მტკიცებულებები, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა და უბნიდან არ გასულა.

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, რათა წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა, არ გასულა საერთოდ უბნიდან.

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ახლა სამინისტრომ, გამომძიებლებმა დაადგინეს ის თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც მთავარი არხი, რომ ამბობდა, რომ ეს იყო „კაწრო“.

ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა მისი უდანაშაულობა, რომ ის იქ არ ყოფილა. ბილანიშვილის ამ საქმეში მიკვრა არის პოლიტიკური ფონი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაპირისპირებულ მხარეში მონაწილეთაგან არავის არ იცნობს.

ადვოკატის განცხადებით, ბილანიშვილის ჩვენებას გააცნობენ საქმესთან დაკავშირებულ სხვა ადვოკატებს.

„ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ყველა კითხავს გავეცით პასუხი“, – აღნიშნა ადვოკატმა.