ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ნაკრები შეკრიბა - გუნდი მეინრაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება.
11 აპრილს ჩვენი გუნდი კოსოვოს ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთს უმასპინძლებს. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 15 ფეხბურთელი გამოიძახა.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინრაუნდის 10 ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლე ოფში განაგრძობს. მეინრაუნდში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან კოსოვოს კი 3 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე (ორივე – ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, შოთა თოფურია (ყველა – ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ჩიმაკაძე, საბა ტყეშელაშვილი, ნიკა ხარატიშვილი (სამივე – კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი).
მატჩების განრიგი
11 აპრილი | კოსოვო – საქართველო | 22:00
16 აპრილი | საქართველო – საფრანგეთი | 19:00