ავთანდილ ასათიანი - ევრო 2026-ზე ის ნაკრები მოხვდება, ვინც ბრატისლავაში ბოლომდე იბრძოლებს #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ევრო 2026-ზე ის ნაკრები მოხვდება, ვინც ბრატისლავაში ბოლომდე იბრძოლებს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩზე სლოვაკეთთან, რომელიც დღეს ბრატისლავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა თბილისში შეხვედრა 4:1 მოიგო და განმეორებით მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შრომა დაფასდება. სლოვაკებთან პირველი მატჩის შემდეგ გარკვეული უპირატესობა მოვიპოვეთ და ეს იმ კუთხით არის კარგი, რომ შეიძლება, გუნდი სხვა სათამაშო ტაქტიკაზე გადაეწყოს.

თუმცა ბრატისლავაში თამაში თავიდან იწყება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს იმის შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოხვდეს. სამისოდ საჭირო იქნება მოედნის თითოეულ მილიმეტრზე ბრძოლა. ევროპის ჩემპიონატზეც ის ითამაშებს, ვინც ამ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლებს“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

სლოვაკეთი-საქართველოს მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ. შეხვედრა 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.