ავსტრიის ვიცე-კანცლერმა მასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა
ავსტრიის ვიცე-კანცლერმა მასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა

ავსტრიის ვიცე-კანცლერმა, ჰაინც-კრისტიან შტრახე მის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ჰაინც-კრისტიან შტრახეს განმარტებით, ის ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს ესაუბრა და თანამდებობის დატოვების შესახებ აუწყა.

ავსტრიის ვიცე-კანცლერის გარშემო სკანდალი 17 მაისს აგორდა, როდესაც გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ პოლიტიკოსისა და რუსი ოლიგარქის საიდუმლო შეხვედრის კადრები გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში ჰაინც-კრისტიან შტრახე რუს ინვესტორს პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ სხვადასხვა კონტრაქტების გაფორმებას პირდება.

2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ“, რომელსაც სებასტიან კურცი ხელმძღვანელობდა, ჰაინც-კრისტიან შტრახეს მეთაურობით არსებულ პარტია „თავისუფლებასთან“ კოალიცია ჩამოაყალიბა.