ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰერბერტ კიკლი, რომელსაც შესაძლოა, მომავალი მთავრობის ფორმირება დაევალოს, ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა
ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰერბერტ კიკლი, რომელსაც შესაძლოა, მომავალი მთავრობის ფორმირება დაევალოს, ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა

ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰერბერტ კიკლი, რომელსაც შესაძლოა, მომავალი მთავრობის ფორმირება დაევალოს, ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

„ჯერ ხალხი და შემდეგ კანცლერი“, – დაწერა „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ ვრცელ კომენტარს პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

როგორც მედია წერს, თავად ვან დერ ბელენის კომენტარსაც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ელოდებიან.

ჰერბერტ კიკლი საკუთარ თავს ხალხის მომავალ კანცლერად მოიხსენიებს. ეს არის ტერმინი, რომელსაც, მათ შორის, ნაცისტები ადოლფ ჰიტლერის მიმართ იყენებდნენ. კიკლი და მისი პარტია ეწინააღმდეგებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში შეჭრის გამო და აცხადებენ, რომ ეს ავსტრიის ნეიტრალიტეტს არღვევს.

მანამდე ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე სამ პარტიას შორის სექტემბერში დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის გარეშე კოალიციის ჩამოყალიბება იყო.