ავსტრიის სუპერმარკეტებში, ბანკებსა და საფოსტო ოფისებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდება
ავსტრიის სუპერმარკეტებში, ბანკებსა და საფოსტო ოფისებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდება

ავსტრიაში სუპერმარკეტებში, ბანკებსა და საფოსტო ოფისებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ავსტრიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღო.

როგორც ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა აღნიშნა, ასევე გამკაცრდება კონტროლი ბალკანეთის რეგიონიდან შემოსულ მგზავრებზე, რადგან „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება.

„ბიბისი“ წერს, რომ ამჟამად ავსტრიაში პირბადეების ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფოებში, აფთიაქებსა და სილამაზის სალონებში.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 19 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 710 პაციენტი გარდაიცვალა.