ავსტრიის სკოლებში 10 წლამდე ასაკის გოგონებისთვის ჰიჯაბის ტარება აიკრძალება
ავსტრიის სკოლებში 10 წლამდე ასაკის გოგონებისთვის ჰიჯაბის ტარება აიკრძალება

ავსტრიის ახალი კოალიციური მთავრობა სკოლებში 10 წლამდე ასაკის გოგონებისთვის მუსლიმური თავსაბურავების – ჰიჯაბის ტარების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება.

„ბავშვთა დაცვის შესახებ“ კანონი მიმდინარე წლის განმავლობაში შემუშავდა. როგორც ავსტრიის განათლების მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული კანონი  ისლამური გავლენებისგან ავსტრიის კულტურის დაცვის „სიმბოლური აქტი“იქნება .

ავსტრიაში ძირითადმა მუსლიმურმა ჯგუფებმა მთავრობის ინიციატივას აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული უწოდეს. მათი მონაცემებით, ავსტრიის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ძალიან ცოტა გოგონა ატარებს მუსლიმურ თავსაბურავს.

გასულ წელს ავსტრიაში ჩატარებულ საპარალამენტო არჩევნებში სებასტიან კურცის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ფარანჯის ტარებას კრძალავს.