ავსტრიის შსს-ში აცხადებენ, რომ ქალაქ ვენაში თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა
ავსტრიის შსს-ში აცხადებენ, რომ ქალაქ ვენაში თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თავდასხმა არა ერთ ადგილას, არამედ ქალაქის ექვს სხვადასხვა ადგილზე მოხდა.

პირველი თავდასხმა ქალაქის ცენტრში სინაგოგასთან ახლოს მოხდა. ისმოდა სროლის ხმა.

პოლიცია ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ ადასტურებს ინფორმაციას, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სავარაუდოდ არიან დაჭრილები და გარდაცვლილები.

ქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.