ავსტრიის შს მინისტრი - ტერორისტების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ავსტრიის შს მინისტრი - ტერორისტების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კალრ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ტერორისტების დასაკავებლად პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მისი თქმით,ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი მონაწილეობს თავდასხმაში.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელია. ასევე, დაშავებულია ერთი სამართალდამცველი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.