ავსტრიის საგარეო უწყება – მშვიდობიანი შეკრება და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, მხარს ვუჭერთ ქართველების პროტესტის უფლებას
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ავსტრიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მშვიდობიანი შეკრება, სიტყვის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი.
„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობით. მშვიდობიანი შეკრება და სიტყვის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების პროტესტის უფლებას და გამოვდივართ დიალოგის დაბრუნების მოწოდებით. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული გზისთვის“, – აღნიშნულია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Deeply concerned by the violence against peaceful protestors in #Georgia. 🇬🇪
Peaceful assembly & free speech are cornerstones of any democracy. We support Georgians’ right to protest & urge a return to dialogue. A strong civil society is vital for Georgia’s European path. 🇪🇺
— MFA Austria (@MFA_Austria) May 1, 2024