ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს შეთავაზებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ევროპული მედიის მე-14 სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. აქვე, მან საკუთარი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც კანდიდატურის მიღებამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს.

უკრაინული მედიის თქმით, ავსტრიული გამოცემა Heute აქვე შალენბერგის სიტყვებს ციტირებს, სადაც იგი ამბობს, რომ უკრაინა პრინციპში, არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ის მხარს დაუჭერდა უკრაინის სხვა გზას, ვიდრე სრულუფლებიანი წევრობაა.

მინისტრის პოზიციით, ასევე უნდა არსებობდეს სხვა მოდელები, გარდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა, ასეთია ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანება, ან უბრალოდ ასოცირების შეთანხმების არსებული დონის შენარჩუნება. შალენბერგმა უკრაინას მეტი მოქნილობისკენ და ევროპულ გაერთიანებასთან დაახლოების მექანიზმების ძიებისკენ მოუწოდა. თუმცა, აქვე მან დაუჭირა მხარი უკრაინასთან ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.