ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ყირიმის ანექსიას, არ მივიღებთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ყირიმის ანექსიას, არ მივიღებთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას

ყირიმის ანექსია გახდა თანამედროვე ისტორიის გადაწერის საგანგაშო მცდელობა. შვიდი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ძირს უთხრის უკრაინის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგიმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა არის პირდაპირი საფრთხე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგისთვის.

„ამ ქმედებებით ის საფრთხეს უქმნის უკრაინის მოქალაქეებს და ყველა ჩვენგანს, რადგან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა არის პირდაპირი საფრთხე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ არა კანონის უზენაესობით, არამედ ჯუნგლების კანონით. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით აქ, რათა გავაკეთოთ ერთი მარტივი გზავნილი – საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ერთი სახელმწიფო არღვევს მეორეს სუვერენიტეტს.

ჩვენ არ მივიღებთ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას, მათ შორის მისი ტერიტორიული წყლების. ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ყირიმის, აზოვისა და შავი ზღვების მიმდინარე მილიტარიზაციას. ჩვენ ვგმობთ ყირიმის მცხოვრებლების უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევას, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ საშიშ ტენდენციებს. ჩვენ უნდა მივმართოთ ერთობლივ დიპლომატიურ ძალისხმევებს. სწორედ ამიტომ, ავსტრია მიესალმება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ჩვენი გაერთიანებისკენ და ყირიმის უკანონო ანექსიაზე ფოკუსის შენარჩუნებისკენ. მარტივად რომ ვთქვათ, ყირიმი უკრაინის ნაწილია, უკრაინას შეუძლია ჰქონდეს მისი დამოუკიდებლობისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ავსტრიის მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგიმ.

დატოვე კომენტარი