ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – განსხვავებული აზრის ჩახშობა ოპოზიციის ლიდერების დატყვევებით მიუღებელია
საქართველოში ადამიანის უფლებები სულ უფრო მეტადაა საფრთხის ქვეშ და ზეწოლა ოპოზიციურ ხმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე იზრდება, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რაიზინგერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ასევე იყო განხილვის თემა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე.
„მე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გამართოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და გარანტირებულად უზრუნველყოს სიტყვისა და შეკრების თავისუფლება. განსხვავებული აზრის ჩახშობა ოპოზიციის ლიდერების დატყვევებით მიუღებელია. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს თავისუფლებისა და კეთილდღეობის საერთო სივრცეში. საქართველოს მთავრობამ უნდა გაუკვალოს გზა თავის მოქალაქეებს და არა დააბრკოლოს“, – განაცხადა მინისტრმა.
Human rights in #Georgia are increasingly under threat, and pressure on opposition voices and civil society is growing. This was also a topic of discussion at the recent Foreign Affairs Council in Brussels. I once again emphasized that the government of Georgia must engage in a…
— Beate Meinl-Reisinger (@BMeinl) June 25, 2025