ავსტრიის პრეზიდენტი - ავსტრიას რუსული გაზი სჭირდება
ავსტრიის პრეზიდენტი - ავსტრიას რუსული გაზი სჭირდება

ავსტრიას რუსული გაზი სჭირდება და მხარს უჭერს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის განხორციელებას – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა, ვენაში, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო დროს, რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსისგან ისმის, ასე ვთქვათ, საყვედურები, რომ რუსეთზე ევროკავშირის დამოკიდებულება ძალიან მაღალია, მაგრამ ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ამერიკული გათხევადებული გაზი რუსულ გაზზე ორჯერ და სამჯერ ძვირია“ – აღნიშნა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტური უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა მაკროეკონომიკური სტაბილურობა არათუ შეინარჩუნა, არამედ გააძლიერა კიდეც. ავსტრიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის საკითხებიც განიხილეს.