ავსტრიის პარლამენტმა ქვეყნის კანცლერ სებასტიან კურცს უნდობლობა გამოუცხადა
ავსტრიის პარლამენტმა ქვეყნის კანცლერ სებასტიან კურცს უნდობლობა გამოუცხადა

ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. საკითხი კენჭისყრაზე ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ინიცირებით გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში, სებასტიან კურცის „სახალხო პარტიამ“ ავსტრიისთვის განკუთვნილი 18 მანდატიდან ყველაზე მეტი ადგილის მიღება შეძლო. მის პარტიას ამომრჩეველთა თითქმის 35 პროცენტმა დაუჭირა მხარი. თუმცა, ამ ფაქტმა სამთავრობო კრიზისის გადაწონა ვერ შეძლო. რუს ბიზნესმენთან უკანონო გარიგების ამსახველი სკანდალური ჩანაწერის გავრცელების გამო, ვიცე-კანცლერ ჰაინც -კრისტიან შტრახეს თანამდებობიდან გადადგომა მოუწია. ამას კი, მმართველი კოალიციის დაშლა მოჰყვა. შედეგად, ოპოზიციურმა ძალებმა კანცლერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენეს.