ავსტრიის პარლამენტმა ბარებსა და რესტორნებში მოწევის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

16:25, 02.07.2019

ავსტრიის პარლამენტმა ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრიის საკანონმდებლო ორგანომ კანონი რამდენიმეწლიანი განხილვების შემდეგ მიიღო.

ერთადერთი პარტია, რომელიც აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა, ავსტრიის ეროვნული პარტია იყო.

კანონი ძალაში პირველ ნოემბერს შევა და ის ჩილიმსა და ელექტრო სიგარეტებზეც გავრცელდება. ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს კანონის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი