ავსტრიის პარლამენტის შენობასთან უცნობი პირი პოლიციელს თავს დაესხა
ავსტრიის პარლამენტის შენობასთან უცნობი პირი პოლიციელს თავს დაესხა

ავსტრიის დედაქალაქში დანით შეიარღებული მამაკაცი პოლიციელს დაესხა თავს. ინციდენტი ავსტრიის პარლამენტის შენობასთან მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელი 26 წლის მამაკაცია, რომელიც თავდაპირველად პოლიცილებს გამოელაპარაკა, შემდეგ დანა ამოიღო და სამართალდამცავის დაჭრა სცადა.

ამჟამად ბოროტმოქმედი დაკვებულია, პოლიციელი არ დაშავებლა. დაპატიმრებულს კონტრტერორისტულ დეპარტამენტში კითხავენ.

ავსტრიული მედიის ცნობით, თავდამსხმელი წარმოშობით ავღანელია. დანაშაულის მოტივი უცნობია.