ავსტრიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომებს ამკაცრებს
ავსტრიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომებს ამკაცრებს

ავსტრიაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომებს ამკაცრებს.

მომდევნო კვირის ბოლოდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნებში, ასევე, სილამაზის სალონებში შესასვლელად და ღონისძიებებზე დასწრებისთვის მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხი საკმარისი აღარ იქნება. ამიერიდან, ასეთ ადგილებში შესასვლელად კოვიდ ბარათი იქნება საჭირო.

„ავსტრიაში არსებული ვითარება სერიოზულია“, – განაცხადა ქალაქის მერმა მაიკლ ლუდვიგმა.

ავსტრიაში ამ დროისთვის მოსახლეობის 64%-ია ვაქცინირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ავსტრიაში კორონავირუსის 856 002 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 11 400 ადამიანი.