ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აუცრელი მოქალაქეებისთვის ღამის საათებში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება
ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აუცრელი მოქალაქეებისთვის ღამის საათებში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აუცრელი მოქალაქეებისთვის ღამის საათებში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება.

ავსტრიის კანცლერის, ალექსანდრ შალენბერგის თქმით, ქვეყანაში სერიოზული სიტუაციაა და დაწესებული შეზღუდვები სამწუხარო, მაგრამ აუცილებელი ზომებია.

ავსტრიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებელი აუცრელ ადამიანებში ბევრად მაღალია, ვიდრე მათ შორის, ვინც უკვე აიცრა.

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩატარდება შემთხვევითი შემოწმებები, რამდენად იცავს მოსახლეობა ზომებს, ათ დღეში კი ვითარება ხელახლა შეფასდება.

საკარანტინო შეზღუდვები ეხება 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილი. დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა 1 450 ევრომდე იყოს.

13 ნოემბერს ავსტრიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 13 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65 პროცენტი სრულად არის აცრილი, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. შალენბერგმა თქვა, რომ აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში „სამარცხვინოდ დაბალი“ იყო.