ავსტრიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა 
ავსტრიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა 

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამარსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავსტრიის კანცლერის თქმით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განუცხადა, რომ მოსკოვი შეასრულებს მის ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით და მზად არის, განიხილოს უკრაინელი ტყვეების გაცვლის საკითხი.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა.

თავის მხრივ, კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ერთგულებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთიდან გაზის ექსპორტის 80%-ს იღებს.