ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა დღეს ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვან დერ ბელენის წინაშე ფიცი დადო. კარლ ნეჰამერი ბოლო ორი თვის განმავლობაში ავსტრიის რიგით მესამე პრემიერ-მინისტრია.

49 წლის კარლ ნეჰამერა მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ნეჰამერა ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერად და კანცლერობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ აირჩია. მან პრემიერის თანამდებობაზე ალექსანდერ შალენბერგი ჩაანაცვლა, რომელმაც მანამდე კორუფციაში ეჭვმიტანილი სებასტიან კურცი შეცვალა.

სებასტიან კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა ოქტომბერში დატოვა. ავსტრიის მთავრობის ყოფილ მეთაურს კორუფციაში სდებენ ბრალს. კურცს და მის გარემოცვას ავსტრიული გაზეთის მოსყიდვაში ადანაშაულებენ, რის მიზანშიც მედიასაშუალებაში კურცისა და მისი მთავრობის შესახებ პოზიტიური სტატიების გამოქვეყნება გახლდათ. ამასთან, კურცს ბრალად ედება 2016-2018 წლებში მექრთამეობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

დატოვე კომენტარი