ავსტრიის კანცლერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა
Austria's Chancellor Karl Nehammer speaks during a news conference after his meeting with Russian President Vladimir Putin in Moscow, Russia, Monday, April 11, 2022. (AP Photo/Alexander Zemlianichenko)
ავსტრიის კანცლერი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისთვის რუბლებში ანგარიშსწორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ამის შესახებ კარლ ნეჰამერი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიდრე აქ, რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV განაგრძობს რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის ევროში ანგარიშსწორებას. ავსტრია მტკიცედ მიყვება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს“, – წერს ავსტრიის კანცლერი.
მანამდე, „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა.
Bevor hier Fake News der russischen Propaganda weiter verbreitet werden. Die OMV bezahlt Gaslieferungen aus Russland selbstverständlich weiterhin in Euro. Österreich hält sich auf Punkt und Beistrich an die gemeinsam beschlossenen EU-Sanktionen.
— Karl Nehammer (@karlnehammer) April 27, 2022