ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ერთ კვირაში საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ, მკაცრი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ერთ კვირაში საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ, მკაცრი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ერთ კვირაში საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ, მკაცრი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება. ამის შესახებ სებასტიან კურცმა ავსტრიულ გამოცემა „კლაინე ცაითუნგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ავსტრიაში მოქმედი მკაცრი საყოველთაო კარანტინის ვადა 7 დეკემბერს იწურება. კურცის თქმით, ახალი შეზღუდვები 2 დეკემბერს გამოქვეყნდება და დამოკიდებული იქნება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დინამიკაზე.

ავსტრიის ლიდერი ამბობს, რომ მოსახლეობას შეზღუდვების პირობებში ცხოვრები მომდევნო კვირებსა და თვეებში მოუწევს.

„რაც უფრო მაღალი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, მით უფრო რთული იქნება შეზღუდვების მოხსნისკენ ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ მოგვიწევს 7 დეკემბრის შემდეგ მასობრივი შეზღუდვების პირობებში კვლავ ცხოვრება“, – განაცხადა სებასტიან კურცმა ინტერვიუში.

ავსტრიის კანცლერის თქმით, პირველ რიგში იგეგმება სავაჭრო დაწესებულებებისა და სკოლების გახსნა. სათხილამურო სეზონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად, კურცმა განაცხადა, რომ სპორტული და გასართობი ობიექტები არ იქნება შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპის ნაწილი.

დატოვე კომენტარი