ავსტრიის კანცლერი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება
ავსტრიის კანცლერი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება

ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში არ შევა ემბარგო ბუნებრივ აირზე.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, კარლ ნეჰამერმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ ნათელი გახდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაზის ემბარგოს თემა არ იქნება. ოლაფ შოლცმაც ნათლად განაცხადა ეს. გაზი ძალიან განსხვავდება ნავთობისგან, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება. რუსული ნავთობის კომპენსაცია ბევრად ადვილია. გაზი სულ სხვა თემაა, ამიტომ გაზის ემბარგო არ იქნება სანქციების შემდეგ პაკეტში“, – განაცხადა ნეჰამერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს.