ავსტრიის კანცლერი - პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური შეფასებები, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს 
ავსტრიის კანცლერი - პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური შეფასებები, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს 

ავსტრია, ისევე, როგორც მთლიანად ევროკავშირი, აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში რაციონალური შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ავსტრია, მათ შორის, მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. შვიდი დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვეწვევით ამ მისიას, რომელსაც მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს სტაბილურობაში. ბუნებრივია, ძნელია, ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით საჭიროზე მეტი კეთდება, თუმცა ჩვენ უზრუნველვყობთ, რომ ავსტრია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი. იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ავსტრია, ისევე, როგორც მთლიანად ევროკავშირი, აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას  და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ.

პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს რაციონალური შეფასებები. პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ ამ დერეფანში, შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია. უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული. ამიტომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია, აქ რომ ვიმყოფები. მიხარია, რომ ამ მხარდაჭერაში შეგვიძლია გარკვეული წვლილი შევიტანოთ და ასევე, როგორც თქვენმა პარტნიორმა და მეგობარმა ქვეყანამ, ჩემი მხარდაჭერა აღიქვათ იმ რთულ გზაზე, რომელზეც დღეს საქართველო იმყოფება“, – განაცხადა კარლ ნეჰამერმა.