ავსტრიის კანცლერი - მზად ვართ, ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებებისთვის
ავსტრიის კანცლერი - მზად ვართ, ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებებისთვის

ავსტრიის კანცლერი აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის თაობაზე მოლაპარაკებების ვენაში ჩატარებას სთავაზობს. ამის შესახებ სებასტიან კურცმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ განაცხადა.

„შეშფოთებული ვარ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ესკალაციით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ავსტრია მხარეებს შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მხარს უჭერს მოლაპარაკებებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით. სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას გამოვთქვი ჩემი იმედი მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ და ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ მხარეებს შორის მოლაპარაკებებს. ავსტრია ყოველთვის დიალოგის ადგილი იყო და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ დეესკალაციის და პირდაპირი მოლაპარაკებებს მხარდაჭერას“,- წერს ავსტრიის კანცლერი „ტვიტერზე“.