ავსტრიის კანცლერი - მეორე ტალღის დასაწყისში ვართ, შემოდგომასა და ზამთარში რამდენიმე რთული თვე გველოდება 
ავსტრიის კანცლერი - მეორე ტალღის დასაწყისში ვართ, შემოდგომასა და ზამთარში რამდენიმე რთული თვე გველოდება 

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა იწყება.

„ჩვენ მეორე ტალღის დასაწყისში ვართ, შემოდგომასა და ზამთარში რამდენიმე რთული თვე გველის. დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება“, – წერს კურცი „ტვიტერზე“.

ქვეყნის კანცლერმა მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებისკენ და სოციალური კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდა.

„მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ, დღეში დაინფიცირების 350 შემთხვევა გვქონდა, გუშინ ჩვენ 850-ზე მეტი დაინფიცირებული გამოვავლინეთ”, – აღნიშნა კურცმა.

ახალი შემთხვევები მატების ფონზე ავსტრიაში რეგულაციები გამკაცრდება. პირბადის ტარება აუცილებელი იქნება ნებისმიერი ტიპის დახურულ სივრცეში, აიკრძალება 50 კაცზე მეტის შეკრება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 33 463 შემთხვევა, მათ შორის 757 გარდაიცვალა.