ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს დღეს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ
ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს დღეს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ

ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს დღეს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ. ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ განაცხადა. უნდობლობის გამოცხადებას სავარაუდოდ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.

ავსტრიის პარლამენტის საგანგებო სხდომა ქვეყანაში სამთავრობო კრიზისს უკავშირდება, რომელიც გერმანული გამოცემების მიერ სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შედეგად შეიქმნა. ჩანაწერში ავსტრიის უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი, ავსტრიის თავისუფლების პარტიის წევრი ჰაინც-კრისტიან შტრახე რუს ბიზნესმენ ქალს ფინანსური დახმარებისა და არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტების გაფორმებას ჰპირდება. ვიდეო 2017 წელს იბიცაზეა გადაღებული და ის 2019 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა.
სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ავსტრიის სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა სებასტიან კურცმა მემარჯვენე-პოპულისტურ ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან კოალიციური შეთანხმებიდან გავიდა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

წინასწარი მონაცემებით, ავსტრიის სახალხო პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში პირველი ადგილზე გავიდა და ხმების 34,5% მოიპოვა, მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია, მესამე ადგილზეა ავსტრიის თავისუფლების პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა 17,5%-მა დაუჭირა მხარი.