ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შესაძლოა, ორ კვირაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ვეღარ მიიღოს

16:49, 06.11.2020

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი რუდოლფ ანსჩობერი აცხადებს, რომ შესაძლოა, ორ კვირაში ქვეყნის მაშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებმა პაციენტები ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 6 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 952-ით ნაკლებია გასული დღის მონაცემებთან შედარებით, თუმცა მინისტრი, რუდოლფ ანსჩობერი აცხადებს, რომ რიცხვები მაინც შემაშფოთებელია.

„მეორე ტალღა გაცილებით ძლიერი, უფრო სერიოზული და ბევრად დინამიურია “,- განაცხადა რუდოლფ ანსჩობერმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ავსტრიაში ვირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. სამშაბათის შემდეგ ქვეყანაში კარანტინი მოქმედებს, დახურულია კაფეები, ბარები და რესტორნები. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ავსტრიაში „კოვიდ-19 “-ის 138 797  შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 340 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მსგავსი