საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის დასახმარებლად ავსტრიის განვითარების ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს 30 მლნ ევრო გამოუყო

10:13, 25.05.2020

ავსტრიის განვითარების ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს 30 მილიონი ევრო გამოუყო.

თანხა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ალბანეთში სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორის დასახმარებლად დაიხარჯება.

როგორც შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრესრელიზშია ნათქვამი, დახმარებით ძირითადად ისარგებლებენ მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

მსგავსი