ავსტრიის ელჩი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - არსებობს კარგი გამოთქმა, დუმილი რომ შეგენარჩუნებინა, ფილოსოფოსი იქნებოდიო, საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული
ავსტრიის ელჩი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - არსებობს კარგი გამოთქმა, დუმილი რომ შეგენარჩუნებინა, ფილოსოფოსი იქნებოდიო, საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული

საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული და კარგად ასრულებს სამუშაოს ბალანსის შენარჩუნებით, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ ჟურნალისტებთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

„არსებობს ძალიან კარგი ლათინური გამოთქმა, თუ დუმილს შეინარჩუნებ, იქნები ფილოსოფოსი. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული ხელისუფლება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა კარგად ასრულებს სამუშაოს იმ ბალანსის შენარჩუნებით, რომელიც, ერთი მხრივ, უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, მეორე მხრივ, რეალური პოლიტიკით, რაც გამოწვეულია კორონავირუსითა და ოკუპირებული ტერიტორიებით“, – განაცხადა ელჩმა.