ავსტრიის დედაქალაქსა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში აღდგომის დღესასწაულზე კარანტინი გამოცხადდება
ავსტრიის დედაქალაქსა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში აღდგომის დღესასწაულზე კარანტინი გამოცხადდება

ავსტრიის დედაქალაქსა და ქვეყნის აღმოსავლეთით კიდევ ორ რეგიონში აღდგომის დღესასწაულზე კარანტინი გამოცხადდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გამკაცრებულ ზომებს შორის იქნება გადაადგილების შეზღუდვა, დაიხურება მაღაზიები, გარე სივრცეებში სავალდებულო იქნება FFP2 ნიღბების ტარება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ავსტრიის აღმოსაველეთ რეგიონებში იმდენად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რომ ექსპერტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებების კოლაფსზე საუბრობენ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ავსტრიაში „კოვიდ-19“-ის 526 393 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 178 ადამიანი.