ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილი დაასვენეს, ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილი დაასვენეს, ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, გრაცის „შტურმმა, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, „ზალცბურგს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს „შტურმის“ მწვრთნელმა სანაკრებო მატჩების შემდეგ დასვენების შესაძლებლობა მისცა.

საჩემპიონო ჯგუფის ლიდერების შეხვედრის ბედი 48-ე წუთზე „ზალცბურგის“ დანიელი ნახევარმცველის, მადს ბიდსტრუპის გოლმა გადაწყვიტა. მატჩის ბოლოს შეხვედრის არბიტრმა „ზალცბურგიდან“ გურნა-დუათი (90+6), ხოლო „შტურმიდან“ სტანკოვიჩი (90+6) და ლავალე (90+11) გააძევა.

კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, სანდრო ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ვოლფსბერგერში“, რომელმაც „ალტახთან“ საშინაო მატჩში ქულა მოიპოვა – 0:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის თამაში 6,7 ქულით შეაფასეს.

გრაცის „შტურმი“ 26 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ „ზალცბურგს“ უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება. „ვოლფსბერგერი“ კი გასავარდნთა ზონაში 17 ქულით მე-8 ადგილზეა.