ავსტრიის ალპებში ზვავის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

02:42, 09.03.2020

ავსტრიის ალპებში ზვავის ჩამოწოლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ხუთი მათგანი ჩეხეთის მოქალაქეა. ზვავი ჩამოწვა ზალბურგიდან 80 კმ-ის დაშორებით, დაშტეინის რეგიონში, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე.

კიდევ ერთი ინციდენტი კარინთიის რეგიონში მოხდა, სადაც ზვავს 33 წლის სამართალდამცველი საწვრთნელი პროგრამის დროს ემსხვერპლა.

ზვავში მოყოლილთა გადასარჩენად, 100-მდე მაშველის მობილიზაცია განხორციელდა, თუმცა ტურისტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი