ავსტრიიდან, თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად, სირიელი მამაკაცის სამშობლოში დეპორტაცია განხორციელდა
ავსტრიიდან, თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად, სირიელის სამშობლოში დეპორტაცია განხორციელდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს პირველი შემთხვევა გახდა სირიაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის ქვეყანამ სირიის მოქალაქე გაადეპორტა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის განცხადებით, სირიელი მამაკაცი მსჯავრდებული იყო დანაშაულისთვის 2018 წლის ნოემბერში და მისჯილი ჰქონდა შვიდწლიანი პატიმრობა, რის გამოც მას ჩამოერთვა ლტოლვილის სტატუსი. ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული სირიის მოქალაქე.
ცნობილია, რომ მამაკაცი 32 წლისაა.
„დღეს ავსტრიიდან სირიაში, კერძოდ, დამასკოში მოხდა სირიელი კრიმინალის დეპორტაცია, მჯერა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ავსტრია ლტოლვილებთან მიმართებაში მისდევს მკაცრ, მტკიცე, თუმცა სამართლიან პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ისინი, ვინც სხვებს საფრთხეს შეუქმნიან, კრიმინალები გაძევებული იქნებიან ქვეყნიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
უფლებადამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად უსაფრთხოა სირიაში ადამიანების დეპორტაცია. ისინი შეშფოთებული არიან, რომ ავსტრიის ქმედება შექმნის პრეცედენტს და წაახალისებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს სირიელების დეპორტაციისკენ.