ავსტრიიდან სამი ახალგაზრდა ქალის საქართველოსა და სომხეთში დეპორტაციამ ვენაში საპროტესტო აქცია გამოიწვია
ავსტრიიდან სამი ახალგაზრდა ქალის საქართველოსა და სომხეთში დეპორტაციამ ვენაში საპროტესტო აქცია გამოიწვია

ავსტრიიდან საქართველოსა და სომხეთში სამი ახალგაზრდა ქალის დეპორტაციამ ვენაში საპროტესტო აქცია გამოიწვია. გოგონების დეპორტაცია იმის გამო გადაწყდა, რომ მათი მშობლები ავსტრიაში წლების განმავლობაში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, სკოლის მოსწავლე გოგონების ქვეყნიდან გაძევების მოწინააღმდეგეები შეეცადნენ სამართალდამცავებისთვის დეპორტაციის პროცესში ხელი შეეშალათ.

აქციაში მონაწილეობდა 160 ადამიანი. მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მათ სადეპორტაციო ცენტრის გასასვლელის ბლოკირება სცადეს და პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

პოლიციის ცნობით, მიუხედავად წინააღმდეგობის გოგონების დეპორტაცია მაინც შედგა.