ავსტრიიდან საფეხბურთო თერაპიის მონაწილეებს საჩუქრები გამოუგზავნეს
ავსტრიიდან საფეხბურთო თერაპიის მონაწილეებს საჩუქრები გამოუგზავნეს

ავსტრიის სამარიტელთა კავშირი „ფონდ არველაძეს“ საფეხბურთო თერაპიის განხორციელებაში ფინანსურად და სპორტული საჩუქრებით დაეხმარა – ინფორმაციას ფონდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ავსტრიის სამარიტელთა კავშირისგან, ჩვენი პროექტის, საფეხბურთო თერაპიის მონაწილე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთის, საჩუქრად სპორტული ფეხსაცმელები, ე.წ ბუცები მივიღეთ. დიდ მადლობას ვუხდით მათ ჩვენს ახალგაზრდებზე ზრუნვისთვის, ასევე Gebrüder Weiß-ს, თბილისში ამ საჩუქრის სრულიად უსასყიდლოდ ჩამოტანისთვის და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას, საქართველოს სამარიტელთა კავშირს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს, ყველასათვის რთული პერიოდი ძალიან მალე დასრულდება და ადრესატებს საკუთარი საჩუქრები გადაეცემათ“ – წერია ფონდი არველაძეების ოფიციალურ გვერდზე.

პროექტს „საფეხბურთო თერაპია“ ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდი ორი წელია ახორციელებს – ეს სოციალური პროექტია, რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელი ბავშვები მონაწილეობენ.