ავსტრიაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა
ავსტრიაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა

საპროტესტო აქციების მიუხედავად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დღეიდან ავსტრიის მთელ ტერიტორიაზე სრული ლოკდაუნი გამოცხადდა. ლოკდაუნი 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა მთავრობა 10 დღეში ვითარების შეფასებას გეგმავს, რაც შეზღუდვების გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით, სამი კვირის განმავლობაში დაიხურება ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. შეზღუდვების ფარგლებში, მოსახლეობას სახლში დარჩენა ევალება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიც არის სამსახურში, საკვები პროდუქტების საყიდლად და სავარჯიშოდ წასვლა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ვენაში 40 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნის და ახალი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.