ავსტრიაში სარკინიგზო ავარია მოხდა, არიან დაშავებულები
ავსტრიაში სარკინიგზო ავარია მოხდა, არიან დაშავებულები

ავსტრიაში მატარებლის ერთი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა, არიან დაშავებულები. შემთხვევა მდინარე მურის ხეობაში ქალაქებს, პრედლიცსა და კენდლბრუკს შორის მოხდა.

როგორც ადგილობრივ სამაშველო სამსახურში განაცხადეს, მატარებლით სკოლის მოსწავლეები მგზავრობდნენ. 17 მათგანი დაშავებულია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

სარკინიგზო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ძლიერი წვიმის შედეგად ნიაღვარმა ლიანდაგის მონაკვეთი ტალახითა და ტოტებით დაფარა.

დატოვე კომენტარი