ავსტრიაში, ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გაიხსნა [ფოტო]

20:05, 17.02.2018

ავსტრიის ქალაქ მაუნთჰაუსენში მესამე დონის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გაიხსნა.

ორგანიზატორი ავსტრიაში ქართველ სტუდენტთა ასოციაციაა. მემორიალის გახსნის ცერემონიას საქართველოს საელჩოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორიალი სიმბოლურად დაღუპული სამხედროების შთამომავლებმა და ნათესავებმა გახსნეს.

მსგავსი