ავსტრიაში ქუჩაში დანით თავდასხმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა, კიდევ ხუთი ადამიანი კი დაიჭრა
ავსტრიის ქალაქ ფილახში სირიელი მამაკაცი რამდენიმე გამვლელს დანით დაესხა თავს. ავსტრიის პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ხოლო კიდევ ხუთი ადამიანი დაიჭრა. მათი ასაკი 14-დან 32 წლამდეა.
სავარაუდო დამნაშავე არის 23 წლის თავშესაფრის მაძიებელი სირიიდან, რომელსაც ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა აქვს. იგი თავდასხმის ადგილზე დააკავეს. როგორც თვითმხილველმა განაცხადა, თავმდამსხმელს მანქანა დაეჯახა.
ჯერჯერობით უცნობია, იცნობდა თუ არა სავარაუდო დამნაშავე დაღუპულ მოზარდს ან დაშავებულებს.