ავსტრიაში პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში ამერიკელ ტურისტებს „მაკდონალდსში“ დაეხმარებიან
ავსტრიაში პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში ამერიკელ ტურისტებს „მაკდონალდსში“ დაეხმარებიან

აშშ-ის მოქალაქეებს პასპორტის დაკარგვის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს შეუძლიათ, საელჩოს ნაცვლად, „მადკონალდსის“ ქსელის რესტორნებს მიაკითხონ. შესაბამისი მომსახურება სწრაფი კვების ობიექტმა, ავსტრიაში აშშ-ის ელჩის ინიციატივით დაამატა.

ამიერიდან, აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამგზავრო დოკუმენტს დაკარგავენ ან პასპორტს მოპარავენ, ავსტრიის ტერიტორიაზე მოქმედ „მადკონალდსის“ რესტორნების ქსელში დაეხმარებიან.

ავსტრიაში სწრაფი კვების ობიექტს 194 ფილიალი აქვს. ყველა მათგანში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც თანამშრომლები აშშ-ის დიპლომატიურ მისიას დაუკავშირდებიან.

აშშ-ს ელჩმა ტრევორ ტრაინამ, ავსტრიაში „მაკდონალდსის“ ქსელის მენეჯერ ისაბელ კასტერთან შეთანმებას ხელი გასულ კვირას მოაწერა.

ახალი მომსახურებით სარგებლობა აშშ-ის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.