ავსტრიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა
ავსტრიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა

ავსტრიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხი პოლიციელები ავსტრიიდან ჩეხეთში მიმავალ ყველა მგზავრს და ავტომობილს ამოწმებენ.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამართალდამცველები ავსტრიელ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორისტების ძებნის ოპერაცია გაფართოვდა და მათ არა მხოლოდ ვენაში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით ეძებენ.