გასული დღე-ღამის განმავლობაში, ავსტრიაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 6 000 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში კარანტინი დაწესდა. მოქმედებს კომენდანტის საათი, დახურულია კაფეები, ბარები და რესტორნები. ასევე, თვის ბოლომდე დახურულია მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრიაში „კოვიდ-19“-ის 125 099 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 127 ადამიანი.